2015 წლის 8-11 დეკემბერს ქ. სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) 49-ე სხდომა.
11/12/2015
2015 წლის 8-11 დეკემბერს ქ. სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) 49-ე სხდომა. სხდომაზე აღიარებულ იქნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესრულების კუთხით. კერძოდ, კომიტეტმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ აღმოფხვრილ იქნა 2012 წლის საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშემფასებლო მისიის ანგარიშში ასახული ნაკლოვანებების უმეტესობა და მიიღო გადაწყვეტილება რეგულარული მონიტორინგის (follow-up) პროცესიდან საქართველოს ამოღების თაობაზე.