„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ანგარიშვალდებული პირების საზედამხედველო ორგანოებია:

საქართველოს ეროვნული ბანკი – კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის;

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური - სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის, სადაზღვევო ბროკერებისა და გადაზღვევის ბროკერებისთვის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ლატარიის ორგანიზატორი, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი; ძვირფასი ქვებით ან ლითონებით ვაჭრობის განმახორციელებელი პირის, შემოსავლების სამსახურისთვის;  სალიზინგო კომპანიისთვის;

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური - სერტიფიცირებული ბუღალტრების, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების,  საბუღალტრო ფირმების,  აუდიტორებისა და აუდიტორული (აუდიტური) ფირმებისთვის;

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ნოტარიუსისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატებისა და  საადვოკატო ბიუროებისთვის;