„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური საზედამხედველო ორგანოა აუდიტორების, აუდიტორული (აუდიტური) ფირმების, სერტიფიცირებული ბუღალტრების, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების და საბუღალტრო ფირმებისათვის.
    „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები ვრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას.
    თუკი ფიზიკური პირი იურიდიული პირის პარტნიორია ან მისი სახელით მოქმედებს, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები ვრცელდება შესაბამის იურიდიულ პირზე.

დაწვრილებით იხ. ბმულზე:  www.saras.gov.ge