ანგარიშვალდებული პირის რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია
უსაფრთხოების კოდის (პაროლის) აღდგენის ინსტრუქცია
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-პორტალზე ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, ანგარიშვალდებულ პირს შეუძლია მიიღოს სატელეფონო კონსულტაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ცხელ ხაზზე - 1571
უსაფრთხოების კოდის (პაროლის) აღდგენასთან დაკავშირებით ავპ-ს პასუხისმგებელ თანამშრომელს შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს შემდეგი პროცედურები:
• არასწორი მონაცემების შესაბამის ველებში ორჯერ მეტად მცდელობისას დაბლოკილი მომხმარებლის სახელწოდების და უსაფრთხოების კოდის ავტომატური განბლოკვა განხორციელდება 15 წუთში;
• გამოიყენოს ღილაკი “პაროლის განახლება” და ვერიფიკაციის შედეგად განახლებულ უსაფრთხოების კოდს მიიღებს თავდაპირველი რეგისტაციისას ავტორიზებულ ელექტრონულ მისამართზე;
• შეავსოს განაცხადის ფორმა და ასევე ავპ-ს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის და პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ ხელმოწერილი განცხადება ელექტრონულად სკანირებული, დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით, გამოგზავნოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - info@fms.gov.ge
განაცხადის ფორმის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, განახლებული ერთჯერადი უსაფრთხოების კოდი გაიგზავნება პასუხისმგებელი პირის ელექტრონულ მისამართზე, რომელიც ავტორიზაციის პირველივე მცდელობისას უნდა შეიცვალოს ანგარიშვალდებული პირისათვის (ავპ) სასურველი უსაფრთხოების კოდით (პაროლით).
თუ ავპ-ს სისტემაში ავტორიზებულ ელექტრონულ მისამართზე წვდომა შეზღუდული აქვს, განაცხადის ფორმაში აღწერილი მიზეზის განხილვის შედეგად, განახლებული უსაფრთხოების კოდი გაიგზავნება მის მიერ მითითებულ ალტერნატიულ ელექტრონულ მისამართზე.