04/11/2015
2-4 ნოემბერს თურქმენეთში ეუთო-ს ოფისის ორგანიზებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სტუმრობს თურქმენეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან თურქმენეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, ცენტრალური ბანკის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ თურქმენი კოლეგებისთვის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის სფეროში გამოცდილების გაზიარება. კორუფციის წინააღმდეგ საქართველოში გატარებული რეფორმების გაცნობის მიზნით შეხვედრები გაიმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის დელეგაცია ასევე ეწვევა თბილისის იუსტიციის სახლს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, შემოსავლების სამსახურს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას.<br class="innova" />