2014 წლის 24 დეკემბერს ცვლილებები შევიდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში

24/12/2014

2014 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც 31 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ გვერდზე. საკანონმდებლო ცვლილებების მიღების მიზანია ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შემდგომი იმპლემენტაცია. ზემოაღნიშნული ცვლილებების თანახმად, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდა საგადახდო მომსახურების (მათ შორის, ელექტრონული ფულის) პროვაიდერზე, დაზუსტდა კანონში გამოყენებული ზოგიერთი ტერმინი, აგრეთვე დაზუსტდა ფინანსური ინსტიტუტების მონიტორინგს დაქვემდებარებულ ცალკეული გარიგება, კლიენტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი ვალდებულება და ცვლილებები განიცადა კანონის სხვა ნორმებმა.