„ზამთრის ზღაპარი“ (1623) არის სიცილიის მეფის, ეჭვიანი ლეონტეს ამბავი, რომელსაც შეცდომით მიაჩნია, რომ მისი ახალშობილი ქალიშვილის, პერდიტას, მამა სინამდვილეში მისი საუკეთესო მეგობარი, ბოჰემიის მეფე პოლიქსენესია. ის ამაოდ ადანაშაულებს თავის ცოლს ჰერმიონეს ღალატში, ჰერმიონე კვდება, ხოლო ჩვილ პერდიტას მწყემსებს აძლევენ აღსაზრდელად, სანამ ნაკლებად სავარაუდო მოვლენების შედეგად, ის თექვსმეტი წლის შემდეგ არ შეხვდება ლეონტეს.