„ვისრამიანი“ გახლავთ ანტიკური სპარსული სასიყვარულო ამბავი გალექსილი სპარსელი პოეტის ფახრადდინ გორგანის მიერ მეთერთმეტე საუკუნეში. ქართული პროზაული თარგმანი შესრულებულია XII საუკუნის I ნახევარში სარგის თმოგველის მიერ. დღემდე წარმოადგენს თარგმნითი ხელოვნების მწვერვალს.