ეს ახალი გამოცემა ერთგვარი სამგზავრო დღიურია, რუკაა, რომლის მეშვეობითაც ვეპატიჟები ქართულენოვან მკითხველს, ჩემთან ერთად იმოგზაუროს მასონური ორდენის არსის საკვლევად, ჭეშმარიტებისა თუ მოგონილი ლეგენდების დასადგენად. წინა გამოცემებისგან განსხვავებით, ეს წიგნი, მასონური ორდენის არსის თუ ისტორიის სხვა ასპექტებზე აკეთებს აქცენტს, რაც მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს. ეს წიგნი არის მცდელობა, მკითხველს მარტივი და გასაგები ენით ვუმასპინძლო და ჩემთან ერთად ვამოგზაურო მასონური ორდენის „საიდუმლო ფარდის“ მიღმა. ამ გამოცემაში წარმოდგენილი ხედვა მეკუთვნის მე და არ წარმოადგენს რომელიმე მასონური ორგანიზაციის და მორჩილების ოფიციალურ პოზიციას.