შემოგვიერთდით:

ცუდი მშობლების შესახებ

ავტორი: ტომ კუმერი

2022 წელი | გამომცემელი: საქართველოს აკადემიური გამომცემლობა

მთარგმნელი: ნათია დათუაშვილი

რომანი, თარგმანი, თანამედროვე

ფორმატები: pdf
1213
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

რომანის მთავარი გმირი, ტომი, უმცროს ვაჟთან ერთად ლოს-ანჟელესიდან სამ­შობლოში, შვეიცარიაში ბრუნდება. მას ცოლი გარდაეცვალა, ხოლო უფროსი ვაჟი ამერიკაში დარჩა. ტომი მძღოლად იწყებს მუშაობას და VIP-კლიენტებს, მათ შორის, დიპლომატებს, ფარმაცევტული კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლებს ემსახურება, აეროპორტში ხვდება და ციურიხში ან ბერნში მიჰყავს. ძირითადად ღამით მგზავ­რობს, მგზავრებთან საინტერესო დიალოგები აქვს, შვეიცარიის ნაცნობ ადგი­ლებში მგზავრობისას ავტორი იხსენებს ბავშვობას, მშობლებს, მათ ისტორიებს და, რაც მთავარია, მეუღლეს, ნინას, რომლის დაკარგვას ძა­ლიან განიცდის და რომელიც მგზავრობის დროს მის აზრებში და თითქოს რეალურადაც მასთანაა, ეჩურჩულება და თავისკენ ექაჩება. სამსახურიდან დაბრუნებული, დილა­ობით მძინარე შვილს ესიყვარულება, აღვიძებს, სკოლაში წასასვლელად ამზადებს, ცდილობს ისწავლოს ცოლის გარეშე ცხოვრება და შვილებთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყოს.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა