სიუჟეტი პარალელურ სამყაროებში ვითარდება. ენდიჰგრას მაცხოვრებელი სებასტიან ვინგსი, მოულოდნელი აღმოჩენის რეალურობის შემოწმების მიზნით პლანეტის დატოვებას გადაწყვეტს. მისი ხანმოკლე მოგზაურობა სივრცეში, ახალი აღმოჩენების საწინდარი გახდება. შემხვედრი ადამიანების თუ არსებების მრავალფეროვანი ბუნება მის შეხედულებებს სამუდამოდ ცვლის. გვანდალერიუმში დაბრუნების შემთხვევაში მთავარ გმირს მმართველის წინაშე წარდგომა და ერთ დროს მიღებული გადაწყვეტილების გამო პასუხისგება მოუწევს, რაც მის მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.