1925 წელს გამოქვეყნებულ ფანტასტიკურ მოთხრობაში, ერთი მხრივ, ბუნების პროცესებში ადამიანის ჩარევისა და, ავტორის შეხედულებით, ამ ჩარევის სავალალო შედეგებია ნაჩვენები, თუმცა აშკარად იკთხება იმდროინდელი საბჭოთა სახელმწიფოს სატირა, და იმედი იმისა, რომ ეს ყველაფერი, ადრე თუ გვიან, გადაივლის. ბულგაკოვისეული ნატიფი იუმორიც ადგილზეა.