დიდი ინგლისელი მწერლის, ჯეიმს ალენის ყველაზე ცნობილი წიგნი „როგორ აზროვნებს ადამიანი“ გამოქვეყნდა 1902 წელს და ამჟამად ითვლება კლასიკურ ნაწარმოებად ადამიანის თვითგანვითარების სფეროში. ეს მომცრო წიგნი შეყვანილია მსოფლიოს იმ 50 საუკეთესო ფსიქოლოგიურ ნაწარმოებს შორის, რომლებიც ადამიანს ცხოვრების შეცვლაში დაეხმარება. ამიტომაც ამ გამოცემას ეს სათაური მივეცით. გამოცემაში შესულია ალენის კიდევ ორი ნაწარმოები: „გახდით თქვენი გონების, ჯანმრთელობის და ცხოვრების სრულუფლებიანი ბატონი“ და „წარმატების რვა ბურჯი“.