დეტექტივი სანდრო ილდანი პოლიციას და მეტოქეებს ჭადრაკის ფიგურებივით ათამაშებს. ფარულად კი ის უემოციო სერიული მკვლელია, რომელიც თავის სამიზნეებს სასტიკად კლავს და კვალსაც არ ტოვებს. ის მუდმივად ართულებს კრიმინალურ საქმეებს და ზოგჯერ საკუთარ ჩადენილ მკვლელობებსაც იძიებს. ყველაფერი მისი კონტროლის ქვეშ არის, სანამ მია არ შეიჭრება მის სამყაროში. არაპროგნოზირებადი ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ ცხოვრებაში მსხვერპლად არის ჩათრეული და ერთადერთ ნათელ წერტილად, სანდროს მიიჩნევს. როდესაც ფარული ვნებები, სასტიკი ღალატი და სისხლიანი ძალადობა ერთმანეთს ეჯახება, მთავარი კითხვა პასუხისგარშე რჩება: შეუძლია თუ არა სანდროსნაირ ცივსისხლიან ფსიქოპათს სიყვარული, თუ მისი დაუნდობელი ამბიცია ყველაფერს მიწასთან გაასწორებს?