"ნადიმი" ლუკიანე სამოსატელის ერთ-ერთი გამორჩეული დიალოგია, რომელშიც იგი ყველა ფილოსოფიურ მიმდინარეობასა თუ რიტორიკულ სკოლას აკრიტიკებს და, იმავდროულად, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს წამოჭრის, როგორიც არის ადამიანის დანიშნულება და აღზრდა-განათლების მიზანი.