კრებულში განხილულია რუსული ლიტერატურის, ფილოსოფიის, სულიერების ზოგიერთი ასპექტი. ყურადღების ცენტრშია რუსული ლიტერატურის ის ნიმუშები, რომელთა ქართულ ენაზე თარგმანიც კრებულის ავტორმა შეასრულა. წერილები ეძღვნება კლასიკოს მწერალს მ. სალტიკოვ-შჩედრინს, ქარისტიან ავტორსა და მოძღვარს მამა ალექსანდრე მენს, ფილოსოფოს ნიკოლაი ბერდიაევს, თანამედროვე ავტორებს – ბორის აკუნინს, ლორა ბოჩაროვას, ევგენი ვოდოლაზკინს.