თეოსოფიური ნაშრომი „კარმა“ სამ ტექსტს აერთიანებს. ესნია „ელემენტარული გაკვეთილები კარმაში“, „კვლევები კარმაში“ და „კარმა“. ტექსტი კითხვის დასაწყისშივე გვიქმნის წარმოდგენას კარმის არსის, წარმოშობისა და დანიშნულების შესახებ, დასასრულს კი უკვე გარკვეული ვართ მისი მართვის მეთოდებში და, ამგვარად, მიზანი, რომ წიგნში „ჩვეულებრივი მკითხველისთვის“ ყველაფერი მარტივი ენით იყოს გადმოცემული, მიღწეულია. აღწერილია კარმის შექმნა, ფუნდამენტური პრინციპები, გაწყვეტის გზები და მეთოდები. გვასწავლის, როგორ გავიგოთ კარმის მუშაობის მექანიზმი და ვიმოქმედოთ მასში ჩვენს სასარგებლოდ.