რას არ მიაწერენ „ილუმინატებს“ შეთქმულების თეორიის თანამედროვე მოყვარულები: ნაპოლეონ ბონაპარტის დამარცხებას ვატერლოოს ბრძოლაში, პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის მკვლელობას, მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერის გამარჯვებას არჩევნებში... სინამდვილეში ვინ იყვნენ ილუმინატები, არსებობდნენ თუ არა ისინი და გადარჩნენ ამ დღემდე? ქართულენოვანი მკითხველი დიდად არ არის „განებივრებული“ ამ თემატიკის ამსახველი ლიტერატურით მშობლიურ ენაზე, ამასთან, ბოლო 200 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ენაზე, საკმაოდ ღრმა, ყოვლისმომცველი, ფაქტებზე დაფუძნებული და გამოცემული ლიტერატურა არსებობს.