50-ს გადაცილებული სგანარელი დაქორწინებას აპირებს, თუმცა მისი მეგობარი ჟერონიმო ქორწინების წინააღდეგია. სგანარელი რჩევას ეკითხება ორ ფილოსოფოსს, შემდეგ ორ ბოშა ქალს, საბოლოოდ კი, გაიგებს რა, რომ დორიმენა მას მხოლოდ ანგარებით მიყვება, ქორწილის ჩაშლას გადაწყვეტს, თუმცა განზრახვას ვერ ასრულებს, და იძულებით ქორწინდება. პირველად წარმოდგენილია ლუვრში 1664 წლის 29 იანვარს.