„ჰამლეტი“, ანუ სრული სახელწოდებით, „ტრაგედია დანიის უფლისწულ ჰამლეტისა“ არის უილიამ შექსპირის ყველაზე პოპულარული და გავლენიანი პიესა, დაწერილი 1599 და 1602 წლებს შორის, რომელშიც დრამატიზებულად არის გადმოცემული დანიის უფლისწულის შურისძიება მისი ბიძის – კლაუდიუსის წინააღმდეგ, რომელმაც საკუთარი ძმა, ჰამლეტის მამა – მეფე ჰამლეტი მოაკვდინა ტახტზე ასასვლელად და ძმის ქვრივი, ჰამლეტის დედა – გერტრუდა შეირთო ცოლად.