ამა წიგნისა მოღვაწებლისაგან;
თავი I. გარგანტუას მეგვარტომობის გამო და მოდგმისა სიძველისათვის;
თავი II. საკურნებელი წიკომაკო, ნაპოვარი ძველთუძველეს ნაოხართა შიგან;
თავი III. ვითარ დაშთა გარგანტუა თერთმეტი თვე დედისა წიაღში;
თავი IV. ვითარ ამოიყორა გარგამელამ შიგანურითა მუცელი, ოდეს მიდგომილ იყო გარგანტუაზედ;
თავი V. სიღოდა ანუ მთვრალთაგან უბნობა;
თავი VI. ვითარ გასაოცრად გაჩნდა გარგანტუა;
თავი VII. ვითარ დაარქვეს სახელი გარგანტუას და რარიგ იწყო მან წრუპვა ღვინისა;
თავი VIII. ვითარ შემოსეს გარგანტუა;
თავი IX. გარგანტუას შესამოსლისა ფერთა გამო;
თავი X. თეთრისა და ცისა ფერისათვის;
თავი XI. სიყმაწვილე გარგანტუასი;
თავი XII. გარგანტუას სამღერალ ცხენთათვის;
თავი XIII. ვითარ საცნაურყო გრანგუზიემ უებრო ჭკუა გარგანტუასი, ოდეს მან გამოსაწმენდი მოიგონა;
თავი XIV. ვითარ ასწავლიდა გარგანტუას მავანი ღვთისმეტყველი ლათინურსა;
თავი XV. ვითარ მიაბარეს სხვა გამზრდელთ გარგანტუა;
თავი XVI. ვითარ გაამგზავრეს პარიზსა გარგანტუა, უზარმაზარსა ფაშატზედ ამხედრებული, და იმა ფაშატისგან ბოსეთისა ბუზანკალთა გაჟლეტა;
თავი XVII. რარიგ მიაგო გარგანტუამ პარიზელთ დახვედრისათვის და რაგვარ წარიტანა მან ღვთისმშობლისა ტაძრის დიდ-დიდნი ზარნი;
თავი XVIII. ვითარ წარუგზავნეს გარგანტუას იანოტუს დე ბრაგმარდო დიდრონ ზართა გამოსართმევად;
თავი XIX. სიტყვა მაგისტრ იანოტუს დე ბრაგმარდოსი, ოდეს მან ზართა დაბრუნება სთხოვა გარგანტუას;
თავი XX. ვითარ წარიტანა ღვთისმეტყველმა თავისი სკლატი და ვით წაედავა დანარჩენ მაგისტრთ;
თავი XXI. ამბავი, თუ რასა იქმოდა გარგანტუა თვისთა სორბონელ მოძღვართაგან შედგენილი;
თავი XXII. თამაშობანი გარგანტუასი;
თავი XXIII. ამბავი, თუ რა ღონე იღონა პონოკრატმა, ოდეს გარგანტუას არც ერთ ჟამსა უქმად არ აკარგვინებდა;
თავი XXIV. ამბავი, თუ რასა იქმოდა გარგანტუა ავდრიან ამინდში;
თავი XXV. ვითარ აუტყდათ ლერნელ მეპურეთ და გარგანტუას ყმათ ვაი-უშველებელი დავიდარაბა, რასაცა დიდი ომიანობა მოჰყვა;
თავი XXVI. ვითარ განუცხადებლად დაესხნენ ლერნეელნი გარგანტუას მწყემსს, წინამძღოლობით პიკროქოლ მეფისა;
თავი XXVII. ვითარ იხსნა მტრისაგან მავანმა სეიელმა ბერმა მამული სააბატოსი;
თავი XXVIII. რარიგ დაიპყრო პიკროქოლმა იერიშით ლაროშ-კლერმო, და კიდევ ვითარ ესიკვდილებოდა გრანგუზიეს ჩხუბისა ატეხა;
თავი XXIX. რა ამცნო გრანგუზიემ წერილითა გარგანტუას;
თავი XXX. ვითარ წარუგზავნეს ულრიშ გალე პიკროქოლს;
თავი XXXI. გალესაგან თქმული სიტყვა პიკროქოლისა წინაშე;
თავი XXXII. ვითარ ბრძანა გრანგუზიემ, ჩამოსაგდებად ზავისა, ქადა-ნაზუქისა უკან მიტანა;
თავი XXXIII. ვითარ დაუდგა დია საშიშარ გზასა პიკროქოლი, ოდეს ზოგ-ზოგ ჭკუისა მსწავლებელთ ნაჩქარევი რჩევითა შეაგულიანეს იგი;
თავი XXXIV. ვითარ დაუტევა პარიზი გარგანტუამ დასაცველად მამულისა, და რარიგ გადაეყარა გიმნასტი მტერსა;
თავი XXXV. ვითარ ხელმარჯვედ მოაკვდინა გიმნასტმა მხედართმთავარი ტრიპე და სხვა კაცნი პიკროქოლისა;
თავი XXXVI. ვითარ დააქცია გარგანტუამ ქავ-ციხე ვედის ფონისა, და ვით გავიდნენ ფონსა მეომარნი მისნი;
თავი XXXVII. ვითარ ჩამოივარცხნა გარგანტუამ თმაში ჩარჩენილნი ბირთვნი ზარბაზნისა;
თავი XXXVIII. ვითარ შეაყოლა გარგანტუამ სალათას ანუ ტაბუცუნსა ექვსი მწირი;
თავი XXXIX. ვითარ მიაგო ბერსა პატივი გარგანტუამ და ვითარ ენამზეობდა ბერი ვახშამზედ;
თავი XL. რის გამო ერიდებიან ერისკაცნი ბერ-მონაზონთ, და რათა აქვთ მავანთა და მავანთ ზოგ-ზოგზედ უფრო დიდი ცხვირი;
თავი XLI. ვითარ დააძინა ბერმა გარგანტუა, და ამბავი მისი კონდაკისა და ჟამნისა;
თავი XLII. ვითარ ამხნევებდა ბერი თანამოსაუბრეთ და რარიგ ჩამოკონწიალდა ხეზედ;
თავი XLIII. ვითარ გადააწყდნენ კიპროქოლისა მზირნი გარგანტუას, და ვითარ მოაკვდინა ბერმა ჯართუფროსი ალაჯუნე, მერმე კი თავად წარტყვევნა მტერმა;
თავი XLIV. რარიგ გამოაგო თავი ბერმა ებგურ-მოდარაჯეთ, და ვითარ მოისრნენ კიპროქოლის მზირნი;
თავი XLV. ვითარ მიიყვანა თან ბერმა მწირნი, და რარიგ მშვენიერი სიტყვა უთხრა იმათ გრანგუზიემ;
თავი XLVI. ვითარ სულგრძელად მოექცა გრანგუზიე ტყვექმნილ შატაბუტასა;
თავი XLVII. ვითარ შეკრიბა გრანგუზიემ თავის ლაშქართა გუნდნი, და რარიგ მოაკვდინა შატაბუტამ დამდურა, მერმე კი თავადაც იქავ გაათავეს პიკროქოლისა ბრძანებით;
თავი XLVIII. ვითარ მიუხდა გარგანტუა პიკროქოლს ლაროშ-კლერმოში და რარიგ შემუსრა ჯარ-ჯარამათი ხსენებული პიკროქოლისა;
თავი XLIX. რა შავი დღე დაადგა გზად პიკროქოლსა, და რაგვარ მოიქცა გარგანტუა ბრძოლისა შემდგომ;
თავი L. სეფე-სიტყვა გარგანტუასი, ძლეულთა წინაშე თქმული;
თავი LI. ვითა დაჯილდოვდნენ მძლეველნი გარგანტუელნი ბრძოლისა შემდგომ;
თავი LII. ვითარ ბრძანა გარგანტუამ ბერის სახელობაზედ თელემის სავანისა აგება;
თავი LIII. რარიგად და რა სახსრით ააგეს თელემისა სავანე;
თავი LIV. წარწერა თელემისა სავანის ჭიშკარ-ელამონისა;
თავი LV. რარიგ იყო მოწყობილი თელემელთა სამყოფელ-საცხოვრებელი;
თავი LVI. ვითარ ეცვათ და ეხურათ თელეთელ ბერ-მონაზონთ;
თავი LVII. რა წესითა და რიგით ცხოვრობდნენ თელემელნი;
თავი LVIII. წინასწარმეტყველური გამოცანა;
კომენტარები;