რუთი (ებრაულად: מְגִלַּת רוּת, Megillath Ruth) - ქრისტიანული ძველი აღთქმის VIII წიგნი, რომელიც მოგვითხრობს ნაომისა და მისი რძლის, რუთის, ისტორიას, რომლებიც ქმრების გარდაცვალების შემდეგ ბეთლემში ბრუნდებიან, სადაც რუთის ერთგულება ნაომის მიმართ ბოყაზზე მის დაქორწინებას იწვევს. მათი ვაჟი, ყობედი, მეფე დავითის ბაბუა ხდება. ისინი იესოს ნაზარეველი გენეალოგიაშიც არიან მოხსენიებულნი.