"ალტონელი განდეგილები" სარტრის ერთ-ერთი უკანასკნელი პიესაა, რომელიც უშუალოდ ნაციზმს ეხება და აყალიბებს ავტორის შეხედულებებს ისეთ ფილოსოფიურ კატეგორიებზე, როგორიც არის თავისუფლება, უნივერსალური პასუხისმგებლობა, ბედისწერა, არსებობა, ყოფიერება და სხვა. პირველად დაიდგა 1959 წელს პარიზში.