ახალგაზრდა, მაგრამ კარჩაკეტილი მხატვარი მოხუც, აღიარებულ ოსტატთან ინგლისიდან საფრანგეთში ჩადის მის შესახებ წიგნისათვის ცნობების მოსაგროვებლად. მოხუცი ორ ახალგაზრდა ინგლისელ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, როგორც თვითონ უწოდებს, „აბანოზის კოშკში“. მოვლენები ელვისებურად ვითარდება, პერსონაჟებს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობათა ფონზე კი ავტორი მის შეხედულებებს გვთავაზობს, ერთის მხრივ, ხელოვნებისა და მისი დანიშნულების, მეორეს მხრივ კი, სიყვარულის, ღალატისა და ერთგულების, და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოვრებისა და ხელოვნების ურთიერთმიმართების შესახებ. იკითხება ერთი ამოსუნთქვით (1974).